• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

ქეთევან წამებულის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონკურსი
22.07.2019

 

 

 



 

 

 

თბილისის  ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
საქართველოს ქალთა საბჭო
თანამედროვე პროფესიული მუსიკის განვითარების ცენტრი
საკომპოზიტორო კონკურსი ქეთევან წამებულის  ხსოვნისადმი მიძღვნილი საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოების გამოსავლენად

 

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისა და საქართველოს ქალთა საბჭოს ინიციატივით ცხადდება  საკომპოზიტორო კონკურსი ქეთევან წამებულის  ხსოვნისადმი მიძღვნილი    საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოების გამოსავლენად. გამარჯვებულებისათვის ფულადი პრემიების გაცემას უზრუნველყოფს   საქართველოს ქალთა საბჭო კერძო პირებისა და ფონდების შემოწირულობებიდან.


მონაწილეობის მიღება შეუძლია 41 წლამდე   პირებს (ეროვნებისა და მოქალაქეობის შეუზღუდავად).

 

კონკურსი ცხადდება  შემდეგ ნომინაციებში:

1.    ნაწარმოები შერეული გუნდისათვის თანხლების გარეშე,  ნაწარმოების ხანგრძლივობა   არაუმეტეს 5 წუთისა
2.    დუეტი სოლისტი ვოკალისტისა და ფორტეპიანოსათვის არაუმეტეს 7 წუთისა 
3.    საუკეთესო ელექტრონული კომპოზიცია  არაუმეტეს 10 წუთისა

  
დასაშვებია მონაწილეობის მიღება რამდენიმე ნომინაციაში. ლიტერატურული ტექსტის შერჩევა თავისუფალია. სურვილის შემთხვევაში კონკურსანტს ლიტერატურული ნიმუშებისათვის შეუძლია მიმართოს კონკურსის ორგანიზებისათვის პასუხისმგებელ პირებს: (საქართველოს ქალთა საბჭო 2391985; 599797090 თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 03222987185)


შესაძლებელია ადრე დაწერილი ნაწარმოების წარმოდგენა.


კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ნაწარმოების/ნაწარმოებების ამობეჭდილი ვერსია 5 ეგზემპლარად, ასევე  დისკი პარტიტურის ელექტრონული ვერსიითა (PDF ფაილის  ფორმატში)  და აუდიო ჩანაწერით (შესრულების კომპიუტერული ან ცოცხალი ვერსია).


კონკურსი ანონიმურია, ამიტომ არც პარტიტურაზე და არც დისკზე  არ უნდა ეწეროს   ავტორის გვარი, საჭიროა მხოლოდ დევიზი. საკონკურსო მასალას (ამობეჭდილი პარტიტურის 5 ეგზემპლარი, 1 დისკი აუდიო ჩანაწერით)   თან უნდა ახლდეს დახურული  კონვერტი, ზევიდან დაწერილი დევიზით, შიგნით კი ფურცელი, სადაც  მითითებული იქნება, ნაწარმოების დევიზი, ნაწარმოების სათაური,  ავტორის ვინაობა და საკონტაქტო კოორდინატები.

 

პირველ ადგილზე გასული კონკურსანტები მიიღებენ ფულად პრემიებს.


საკონკურსო ნაწარმოებების ჩაბარების თარიღია: 2019 წლის  30 სექტემბერი - 11 ოქტომბერი, ჩაბარების ადგილი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანატის ოთახი 229, ტელ: 2987185

 

კონკურსის დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ  შემდეგ ანგარიშზე:
საქართველოს ბანი კოდი BAGAGE22;  GE52BG0000000275912300;  საიდენტიფიკაციო კოდი 203858101 საქართველოს ქალთა საბჭო ,,საკომპოზიტორო კონკურსისათვის“.

 

 

 



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE