• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!!!
24.07.2019

 

 

 

 

 

 

 

სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ცხადდება გარე და შიდა მობილობის წესით სტუდენტთა მიღება.

 


მობილობის უფლებას მოიპოვებს აქტიური / შეჩერებული / შეწყვეტილი (არაუმეტეს 12 თვისა) სტატუსის მქონე სტუდენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ერთი წლის შემდეგ;


გარე  მობილობის  მსურველ  სტუდენტთათვის აუცილებელია სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) 31 ივლისის 12:00 საათიდან 21 აგვისტოს 18:00 სთ-მდე დარეგისტრირება. შედეგები ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნდება 26 აგვისტოს.


შიდა მობილობის მსურველ სტუდენტებს ელ.პორტალზე რეგისტრაცია არ ესაჭიროებათ!


გარე და შიდა მობილობის  შიდასაკონსერვატორიო  ვადები:


1.    დოკუმენტების გაგზავნა ელ.ფოსტაზე  study@tsc.edu.ge  – 27 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით (თბილისის დროით 18:00 საათამდე);  
2.    დოკუმენტების წარდგენა  სამდივნოში (№230) –  2 სექტემბერი; 
3.    შემოქმედებითი ტურების/გასაუბრების განრიგის გამოცხადება  – 2 სექტემბერი;
4.    შემოქმედებითი ტურების / გასაუბრების ჩატარება  –  3-5 სექტემბერი;
5.    კრედიტების აღიარება  –  6 სექტემბერი;
6.    სტუდენტებისთვის აღიარებული კრედიტების გაცნობა  –  6-9 სექტემბერი;
7.    ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის რეესტრში ელექტრონულად ასახვა – 9-11 სექტემბერი.

 

გარე და შიდა მობილობის ფარგლებში მისაღები ადგილების რაოდენობა.

 

მობილობის მსურველი სტუდენტების მიერ წარსადგენი დოკუმენტები.

 


საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995 322) 987 027,  (+995 555) 41 20 71  /12:00-დან 18:00 საათამდე
ელ-ფოსტა: study@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. № 8-10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE