• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!
28.06.2019

 

 

 

 

 


თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2019-2020 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამაზე "საშემსრულებლო ხელოვნება".


სპეციალობები: კლავიშიანი საკრავები, ორგანი, საორკესტრო  სიმებიანი საკრავები (ვიოლინო, ალტი, ჩელო, არფა, გიტარა), საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები (ფლეიტა, ჰობოი, კლარნეტი, ფაგოტი, ვალტორნა, საყვირი, დასარტყამი საკრავები), სოლო აკადემიური სიმღერა, აკადემიური გუნდის დირიჟორობა.

 


შემოქმედებითი ტურების ჩატარების განრიგი:
1)    26 ივნისიდან 01 ივლისის ჩათვლით (12 სთ-დან 16 სთ-მდე) - აბიტურიენტების რეგისტრაცია სამდივნოში (N230) შაბათ-კვირის გარდა;
2)    01 ივლისი - კენჭისყრა სპეციალობის შემოქმედებით ტურში მონაწილე აბიტურიენტთა რიგითობის დადგენის მიზნით (16:10 სთ., სამდივნო - N230);
3)    01 ივლისი -   შემოქმედებითი  ტურების  განრიგის  გამოცხადება (17:00 სთ.);
4)    2  ივლისიდან   6  ივლისის  ჩათვლით  -  შემოქმედებითი ტურების ჩატარება.

 

შენიშვნა: სპეციალობის შეცვლის შემთხვევაში აბიტურიენტი აბარებს კოლოკვიუმს მის მიერ არჩეული სპეციალობის/პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად. კოლოკვიუმის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება მისი დაშვება სპეციალობის გამოცდაზე.


საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995 32) 298 70 27 
ელ-ფოსტა: study@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. № 8-10

 

 

 

 

 

 

 

 



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE