• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

ახალგაზრდა ვოკალისტების დახელოვნების პროგრამა
07.12.2018

 

 

 

 

 

 

 

Ópera de Tenerife, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი და ბოლონიის Teatro Comunale აცხადებენ კონკურსს ახალგაზრდა ვოკალისტებისთვის დახელოვნების აკადემიაში Opera(e)Studio მონაწილეობის მისაღებად.

 

პროექტი, რომელიც ევროკომისიის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ახალგაზრდა ვოკალისტებს პროფესიული განვითარების კარგ შანსს აძლევს. შერჩეულ მომღერლებთან Ópera de Tenerife-ს პროფესიონალთა გუნდი 2019 წლის სექტემბრის დასაწყისიდან იმუშავებს და მომდევნო თეატრალური სეზონის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება გაეტანო დონიცეტის ოპერა „სიყვარულის ნექტარი“. საპრემიერო ჩვენებები გაიმართება ტენერიფეში, თბილისსა და ბოლონიაში.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ვოკალისტებს, რომლებიც 1987 წლის 1 იანვარს ან მას შემდეგ დაიბადნენ. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა გააგზავნონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@operadetenerife.com არაუგვიანეს 2019 წლის 20 იანვრის 12:00 საათისა (შუადღე).


დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის მენეჯერს საქართველოში რუსუდან მაცაბერიძეს

მობ: +995 599657765 

rusikomatsaberidze@yahoo.com

ან ეწვიეთ თეატრის ვებგვერდს opera.ge

 

  

 








google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE