თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია 2020-2021 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე:

 

  • საშემსრულებლო ხელოვნება.   სპეციალობები: სოლო ფორტეპიანო, აკადემიური გუნდის დირიჟორობა, აკადემიური სიმღერა, საორკესტრო საკრავები - ვიოლინო, ალტი, ვიოლონჩელო, კლარნეტი.  

  • სამუსიკისმცოდნეო კვლევები. სპეციალობები: მუსიკის თეორია, მუსიკის ისტორია, ეთნომუსიკოლოგია,  საეკლესიო  მუსიკოლოგია, საშემსრულებლო ხელოვნების ისტორია და თეორია.

  • კომპოზიცია.

 

რეგისტრაციისა და შემოქმედებითი ტურების ვადები:

  • 2020 წლის 27 დეკემბრიდან 2021 წლის 15 იანვრის ჩათვლით აპლიკანტთა რეგისტრაცია: დოკუმენტების გამოგზავნა ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge;

  • 2021 წლის 19 იანვარი შემოქმედებითი ტურების განრიგის გამოცხადება;

 

რეგისტრაციისას გამოსაგზავნი დოკუმენტაცია იხ. კონსერვატორიის ვებგვერდზე


 






 

კონტაქტი:

ტელ.: (+995 32) 2 98 70 27

ელ-ფოსტა: study@tsc.edu.ge
მის:
0108, თბილისი,

გრიბოედოვის ქ.№ 8-10