შიდასაკონსერვატორიო კონკურსი
ორივე ფაკულტეტის (საშემსრულებლო, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის) სტუდენტებისათვის
კონკურსი ცხადდება შემდეგ ნომინაციებში:
- საუკეთესო საფორტეპიანო ნაწარმოები
ნაწარმოების ხანგრძლივობა 5-7 წუთი.
ნაწარმოები შეიძლება იყოს ადრე შექმნილი და შესრულებული, მაგრამ არ უნდა იყოს გამოქვეყნებული.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს დისკი ნაწარმოები(ების) სანოტო ელექტრონული (Finale, Sibelius, pdf ვერსიები) და აუდიო ჩანაწერით ამობეჭდილი ვერსია 3 ეგზემპლარად ვინაობის მითითების გარეშე, ,,დევიზით.“
კონკურსანტს შეუძლია ერთზე მეტი ნაწარმოების წარდგენა.
- საუკეთესო ელექტროაკუსტიკური ნაწარმოები
ნაწარმოების ხანგრძლივობა 5-7 წუთი.
ნაწარმოები შეიძლება იყოს ადრე შექმნილი და შესრულებული
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს დისკი ნაწარმოები(ების) ჩანაწერით ვინაობის მითითების გარეშე, ,,დევიზით.“
კონკურსანტს შეუძლია ერთზე მეტი ნაწარმოების წარდგენა.
- საუკეთესო ესსე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის 100 წლის იუბილეს თემაზე.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს დისკი ესსეს ჩანაწერით (pdf ვერსია) და ამობეჭდილი ვერსია 3 ეგზემპლარად ვინაობის მითითების გარეშე, ,,დევიზით.“
კონკურსანტს შეუძლია ერთზე მეტი ესსეს წარდგენა.
- საუკეთესო კრიტიკული წერილი.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს დისკი კრიტიკული წერილის ჩანაწერით (pdf ვერსია) და ამობეჭდილი ვერსია 3 ეგზემპლარად ვინაობის მითითების გარეშე, ,,დევიზით.“
კონკურსანტს შეუძლია ერთზე მეტი კრიტიკული წერილის წარდგენა.
• კონკურსი ანონიმურია, ამიტომ დისკს, ნოტებს, არ უნდა ეწეროს ავტორის ვინაობა, არამედ მხოლოდ ,,დევიზი“. საკონკურსო მასალას თან უნდა ახლდეს დევიზიანი კონვერტი, სადაც მოთავსებული იქნება ინფორმაცია ავტორის შესახებ: სახელი, გვარი, ფაკულტეტი, პროგრამა სადაც სწავლობს, ტელეფონის/მობილურის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. კონვერტი გაიხსნება მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში.
• გამარჯვებულები მიიღებენ სიგელებს და დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებით.
• საკონკურსო მასალის მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 15 ივნისი 14 საათი. ჩაბარება ოთახში 229 (დეკანატი).
• კონკურსი ყოველწლიურია. დასაშვებია ყოველი მომდევნო წლისათვის კონკურსის პირობების შეცვლა.
• ჟიურის შემადგენლობა ინიშნება რექტორის ბრძანებით პროგრამებისა და მიმართულებების ხელმძღვანელების რეკომენდაციით.
• ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება.