თსკ საოპერო სტუდია 65!
26.10.2017
თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიას წელს დაარსებიდან 65 წელი შეუსრულდა.
3 – 12 ნოემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში საოპერო სტუდიის საიუბილეო ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალს 3 ნოემბერს, 19:00სთ-ზე დიდ დარბაზში საიუბილეო გალა კონცერტი გახსნის, სადაც კონსერვატორიის აღზრდილი, მსოფლიო საოპერო სცენების ვარსკვლავები კონსერვატორიის სტუდენტებთან ერთად წარსდგებიან მსმენელის წინაშე.
მონაწილეობენ: თამარ ივერი, გიორგი გაგნიძე, იანო თამარი, ლადო ათანელი, მზია ნიორაძე, თეიმურაზ გუგუშვილი, ელდარ გეწაძე, ოთარ ჯორჯიკია, მარიკა მაჩიტიძე, მარიამ როინიშვილი, რამაზ ჩიკვილაძე, გიორგი დარბაიძე, მაყვალა ასპანიძე, სულხან გველესიანი, კახაბერ თეთვაძე, ირინა ალექსიძე, გოჩა დათუსანი, ზაალ ხელაია, ანზორ ხიდაშელი, ირაკლი მურჯიკნელი, ნუცა ზაქაიძე, ლევან ტაბატაძე, ნინო ჯაჭვაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ბაია საგანელიძე, გივი გიგინეიშვილი, ირაკლი მუჯირი, გიორგი შარვაშიძე.
დირიჟორები: გოგი ჭიჭინაძე, ზაზა აზმაიფარაშვილი, რევაზ ტაკიძე, ავთანდილ მამაცაშვილი, პაპუნა ღვაბერიძე, ლევან ჯაგაევი, მიხეილ ედიშერაშვილი, ვახტანგ გაბიძაშვილი.
საიუბილეო ფესტივალის ფარგლებში თსკ საოპერო სტუდია 6 ნოემბერს დონიცეტის „სიყვარულის ნექტარს“, ხოლო 12 ნოემბერს ვერდის „ტრავიატას“ წარმოადგენს.
დიდი დარბაზის ფოიეში მოეწყობა საოპერო სტუდიის სპექტაკლების კოსტიუმების, დეკორაციებისა და თეატრალური ესკიზების გამოფენა.
კონსერვატორიის საოპერო სტუდია 1952 წლიდან არსებობს როგორც ვოკალურ-სცენური ოსტატობის სკოლა კონსერვატორიის აკადემიური სიმღერის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. საოპერო სტუდიაში წლების მანძილზე აღიზარდნენ საუკეთესო ვოკალურ-საშემსრულებლო და სამსახიობო მონაცემების მქონე ნიჭიერი მომღერლები, რომლებიც დღეს მთელს მსოფლიოში მოღვაწეობენ და სახელს უხვეჭენ, როგორც საკუთარ ქვეყანას, ისე ჩვენს ვოკალურ სკოლასაც.
საოპერო სტუდიამ პირველი სპექტაკლი, ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ 1952 წელს წარმოადგინა.
|