ასისტ.პროფ. მაია სიგუას სემინარები ფრანკფურტის უნივერსიტეტში
07.11.2019
თბილისის კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი მაია სიგუა ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის მუსიკოლოგიის ინსტიტუტის მიწვეული ლექტორია. მიმდინარე ზამთრის სემესტრში ის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კითხულობს ბლოკ-სემინარს „ქართული მუსიკა - გაგება და ინტერპრეტაცია“. მისი გერმანიაში ვიზიტები მხარდაჭერილია ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის და კონსერვატორიისა, ასევე ნორვეგიის მუსიკის აკადემიის ერთობლივი პროექტის - „Bridging the Gap“ მიერ.
|
|