კონსერვატორიის გამოხმაურება
17.04.2019
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ულოცავს ქართული საეკლესიო გალობის მკვლევრებს, მგალობლებსა და გალობით დაინტერესებულ საზოგადოებას ქართული ტრადიციული ხელოვნების კვლევისადმი საქართველოს მთავრობის მხრიდან გამოხატულ ინტერესს. ამის დასტური გახლდათ 29 მარტს საქართველოს საპატრიარქოში გამართული შეხვედრა ქართული გალობის ანთოლოგიის ტომების გამოცემასთან დაკავშირებით და 12 აპრილს ძველი ქართული სამუსიკო დამწერლობის, ნევმებისადმი მიძღვნილი შეხვედრა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 1990-იანი წლებიდან მიმდინარეობს ძველი ქართული სამუსიკო დამწერლობის შესწავლა ნევმებით აღკაზმული ხელნაწერებისა და ნოტებზე გადატანილი საგალობლების შედარებითი ანალიზით, როგორც ამას მე-19-20 სს. მგალობლები და მეცნიერები გვირჩევდნენ. ამ თემაზე დაცულია ორი დისერტაციაც (1998, 2004), განსაზღვრულია როგორც შუა (X-XI), ისე გვიანი (XVIII-XX) საუკუნეების ნევმური სისტემის ძირითადი კანონზომიერებები, გამოვლენილია ზოგიერთი ნიშნისა და მათი კომბინაციების სავარაუდო მნიშვნელობა, თუმცა ქართული ნევმური სისტემის ამოხსნა კვლავ რჩება გადაუჭრელ პრობლემად.
მოხარული ვართ, რომ მთავრობის ინიციატივა ემთხვევა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ ბრიტანელ მეცნიერთა ჯგუფთან დაწყებულ მოლაპარაკებას ქართული ნევმების ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით კვლევის ერთობლივი პროექტის შექმნის შესახებ. ბრისტოლის უნივერსიტეტის სპეციალისტებს უკვე აქვთ ესპანურ ნევმებზე მსგავსი პროექტის განხორციელების გამოცდილება. მიმდინარე წლის ზაფხულში დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის მოსამზადებელი შეხვედრა ბრიტანეთში. თბილისის სახ. კონსერვატორიის
|
|