მეგობრობის ფორუმი
20.04.2017
აშშ-ის საელჩო საქართველოში 23 აპრილს, 11:00-დან 18:00 საათამდე სასტუმრო თბილისი რუმს ჰოტელში (მ. კოსტავას ქუჩა N14) მართავს „მეგობრობის ფორუმს“. ღონისძიება ეძღვნება ამერიკისა და საქართველოს დიპლომატიური თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს.
ღონისძიებაზე აშშ-ის საელჩო წარმოადგენს საგანმანათლებლო, გაცვლით და საგრანტო პროგრამებს, როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის და მეცნიერებისთვის. „მეგობრობის ფორუმზე“ ასევე წარმოდგენილი იქნება აშშ-ის საელჩოს საკონსულო განყოფილება, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და აშშ-ის საელჩოს პარტნიორი ორგანიზაციები. სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ამერიკელი ავტორების იმ წიგნებს, რომელთა თარგმნა ქართული ენაზე აშშ-ის საელჩოს დახმარებით განხორციელდა.
საინფორმაციო გამოფენის პარალელურად, გაიმართება სემინარები სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ამერიკის საგანმანათლებლო სისტემაზე. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას, თუ რა გზები არსებობს ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად, როგორ მოიძიონ მათთვის სასურველი უნივერსიტეტი, შეავსონ განაცხადი და მოიპოვონ დაფინანსება. ფორუმზე დასწრება თავისუფალია და არ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ღონისძიების გვერდზე: https://www.facebook.com/events/244997949299933/
„მეგობრობის ფორუმი“ ერთ-ერთია იმ ღონისძიებათა შორის, რომლებიც გაიმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად. ღონისძიებათა სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამერიკის საელჩოს სოციალურ გვერდზე www.facebook.com/tbilisi.usembassy
|
|