2019 წლის 30 აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულება ატარებს სამეცნიერო კონფერენციას, მიძღვნილს ქართული ტრადიციული მუსიკის მოამაგის მუსიკისმცოდნის, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის, დოცენტის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ვლადიმერ ახობაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი.
საკონფერენციო თემატიკა გააშუქებს ვლადიმერ ახობაძის შემკრებლობით და კვლევით საქმიანობას.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება აუდიოგამოცემა `კავკასიელ ხალხთა მუსიკა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფონოარქივიდან (ყარაჩაული, ნოღაური, ჩერქეზული, აბაზური, აფხაზური)~, რომელიც ვლადიმერ ახობაძის საექსპედიციო ჩანაწერებით მომზადდა (2010).
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნატალია ზუმბაძე.
რეგლამენტი: მოხსენება - 20 წთ., დისკუსია - 10 წთ.
ვადები:
მონაწილეთა ონლაინ რეგისტრაცია (განაცხადის შევსება) - 20 აპრილამდე
პროგრამა