გაცნობებთ, რომ 312 აუდიტორიის ბაზაზე (IT სივრცე), საფუძველი ჩაეყარა ციფრულ-ელექტონულ სტუდიას, სადაც შესაძლებელია განახორციელოთ პროექტები თქვენთვის სასურველ პროგრამებში. სტუდია აღჭურვილია უახლესი პროფესიონალური აპარატურით და შეგიძლიათ იმუშაოთ როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.
სტუდია დაარსდა ნორვეგიის მთავრობის და ნორვეგიის საერთაშორისო განათლების ცენტრის (SIU) დაფინანსებით ოსლოს მუსიკის აკადემიისა და კონსერვატორიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
1 დეკემბრიდან შესაძლებელი იქნება სტუდიის დაჯავშნა ელექტრონული სისტემით. გთხოვთ, როგორც ციფრულ-ელექტრონული, ისე ხმის ჩამწერი სტუდია დაჯავშნოთ მინიმუმ ერთი დღით ადრე.
სტუდენტს, ვისაც სურს ჩანაწერი გაუკეთდეს კონსერვატორიის ბაზაზე, განცხადებით მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე: mts@tsc.edu.ge
ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მტს-ის მენეჯერს მანანა ჟღენტს.