კონსერვატორიელები წინანდლის პრემიის ნომინანტებში
19.11.2019
ზურაბ ჟვანიას სახელობის "წინანდლის პრემიის" დარგობრივმა კომისიებმა მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში გამოავლინეს 2019 წლის „წინანდლის პრემიის“ 3-3 ნომინანტი. მათ შორის არის სამი კონსერვატორიის წარმომადგენელი: მუსიკალური ხელოვნების დარგში - სტუდენტები გიორგი გიგაშვილი (I კურსი, საფორტეპიანო) და სანდრო ნებიერიძე (IIკურსი, საფორტეპიანო, კომპოზიცია) , ასევე ჰუმანიტარული მეცნიერების დარგში თეონა ლომსაძე - მრავალხმიანობის კვლევითი ცენტრის თანამშრომელი, კონსერვატორიის კურდამთავრებული.
ვულოცავთ მათ ნომინანტთა ნუსხაში მოხვედრას და ვუსურვებთ გამარჯვებას!
|
|