სამეცნიერო თემატიკაზე მუსიკალური ნაწარმოების შექმნის სტუდენტური კონკურსი: „მეცნიერება მუსიკაში“ / „Science in Music”
სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად გამოაცხადა მუსიკალური ნაწარმოების შექმნის სტუდენტურ კონკურსს „მეცნიერება მუსიკაში“ / „Science in Music”. კონკურსი ტარდება ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ დაფინანსებით, პროექტის „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში.
კონკურსანტებს ევალებოდათ, შეექმნათ მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც შთაგონებული იქნებოდა ნებისმიერი სამეცნიერო თემატიკით: სამეცნიერო აღმოჩენით, ტექნოლოგიური გარღვევით, ინოვაციური გამოგონებით, სამეცნიერო ჰიპოთეზით, სამეცნიერო ფენომენით, კვლევის პროცესით და სხვ.
ჟიურის გადაწყვეტილებით, გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:
- „საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები ნომინაციაში „ჰიმნი მეცნიერებას“ - მათინ ფეიმანი (კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი, კომპოზიციის მიმართულება);
- „საუკეთესო ელექტრონული მუსიკალური ნაწარმოები“ - ჯონი ასიტაშვილი (კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი, კომპოზიციის მიმართულება)
- „საუკეთესო სოლო ინსტრუმენტული მუსიკალური ნაწარმოები“ - გაგი სიხარულაშვილი (კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი, კომპოზიციის მიმართულება)
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ულოცავს გამარჯვებულებს და მადლობას უხდის ყველა კონკურსანტს მონაწილეობისათვის.