სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია აცხადებს არჩევნებს წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით, საშემსრულებლო (2 წევრი) და კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტებიდან (2 წევრი) წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტთა შესავსებად.
არჩევნების თარიღი 2020 წლის 19 მარტი.
კანდიდატების რეგისტრაცია (საბუთების მიღება) იწარმოებს 2020 წლის 20 თებერვლიდან 02 მარტამდე (შაბათ-კვირის გარდა), შემდეგ მისამართზე: თბილისი, გრიბოედოვის ქ. N8/10, ოთახი N212
სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატი - სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) იყოს შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტი;
ბ) ფლობდეს ქართულ ენას;
გ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
დ)კომპიუტერული პროგრამების, ინტერნეტისა და ელ.ფოსტის აპლიკაციების ცოდნა.
კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატმა საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) ცნობა - სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ;
დ) ცნობა - სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ;
ე) 1 ფოტოსურათი (ზომა: 3x4 სმ).
წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესი
დანართი 1
დანართი 2
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 2 93 52 28