სუპერვაიზერის შერჩევა - ბოლო ვადა 16 ივლისი, 2018
15.06.2018
კონსერვატორიისა და ნორვეგიის მუსიკის აკადემიის ერთობლივი პროექტის “Bridging the Gap - Qualifying Music Students for a Changing Music Profession” CPEA-2015/10004 ფარგლებში 60 ECTS მასწავლებლის მომზადების პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის სუპერვაიზერის შერჩევა
სახელწოდება: 60 ECTS „მასწავლებლის მომზადების პროგრამის“ პრაქტიკული კომპონენტის სუპერვაიზერი
კონსერვატორიისა და ნორვეგიის მუსიკის აკადემიის ერთობლივი პროექტის კოორდინატორი თბილისის სახ. კონსერვატორიიდან: ნანა შარიქაძე, კონსერვატორიის საერთაშორისო ურთიერთობათa დეპარტმანეტის უფროსი
პროექტის ფარგლებში მუსიკის პედაგოგიკის მიმართულებაზე პასუხისმგებელი თბილისის სახ. კონსერვატორიიდან: თამარ ჩხეიძე, ხარისხსი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; საკონტაქტო ინფორმაცია: quality@tsc.edu.ge
განაცხადის მიზანი: 60 ECTS „მასწავლებლის მომზადების პროგრამის“ პრაქტიკული კომპონენტისთვის 3 სუპერვაიზერის შერჩევა. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მუსიკის სწავლების პრაქტიკული მეთოდოლოგიისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ათვისება
პირობები:
- შეირჩევა 60 ECTS „მასწავლებლის მომზადების პროგრამის“ პრაქტიკული კომპონენტის 3 სუპერვაიზერი
- სამივე შერჩეული კანდიდატი დატრენინგდება ნორვეგიის მუსიკის აკადემიაში, კონსერვატორიისა და ნორვეგიის მუსიკის აკადემიის ერთობლივი პროექტის “Bridging the Gap - Qualifying Music Students for a Changing Music Profession” CPEA-2015/10004 ფარგლებში, ნორვეგიელი სპეცილაისტების მიერ.
ყველა ხარჯი (მგზავრობა, ცხოვრება, დღიური) დაფარულია კონსერვატორიისა და ნორვეგიის მუსიკის აკადემიის ერთობლივი პროექტის “Bridging the Gap - Qualifying Music Students for a Changing Music Profession” CPEA-2015/10004 ფარგლებში
საჭირო უნარები:
- მაგისტრის დიპლომი
- ინგლისური ენის ცოდნა. (უმნიშნელოვანესია კანდიდატს გააჩნდეს ინგლისურად კომუნიკაციის უნარი)
N.B. პრიორიტეტი მიენიჭებათ მათ ვისაც აქვს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მუშაობის გამოცდილება
- მუსიკის კეთების უნარი და მუსიკის შესახებ ზოგადი ცოდნა
- ორგანიზაციული, დაგეგმვის უნარები და კომუნიკაბელობა
პროექტის იმპლემენტაციის პერიოდი: 2018-2019 აკადემიური წელი
განაცხადის ადმინისტრირების ვადები:
1. 15 ივნისი 2018 - გამოცხადება
2. 25 ივნისი, 2018 - შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე quality@tsc.edu.ge
N.B. შეკითვის ელექტრონულად გამოგზავნისას გთხოვთ მიუთითოთ subject area ველში: Supervisors for the “MUSIC TEACHER PREPARATION PROGRAM”;
3. 16 ივლისი, 2018 16:00 საათი - განაცხადის და სრული დოკუმენტაციის რეგისტრაციის ბოლო ვადა. დოკუმენტები უნდა დაარეგისტრიროთ:
- ელექტრონულად - სრული დოკუმენტაცია უნდა გადაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: quality@tsc.edu.ge;
- კანცელრაიაში - სრულად ამობეჭდილი დოკუმენტაციის სახით ;
N.B. გთოვთ გაითავლისწინოთ რომ რეგისტრაციის ორივე ფორმა აუცილებელია (კანცელარიაში და ელ-ფოსტით). N.B. რეგისტრაციის ერთ-ერთი ფორმის (ელექტრონული ან ბეჭდური) არ არსებობის შემთხვევაში განაცხადი არ დაიშვება განსახილველად.
4. 17 ივლისი, 2018 - დოკუმენტების შესაბამისობის დადგენა
- 18 ივლისი, 2018 - დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ტექნიკური წუნის აღმოფხვრის ბოლო ვადა
- 19 ივლისი, 2018 - ჯგუფური კონსულტაცია (დრო და ადგილი დაზუსტდება მოგვიანებით). კონსულტაციას ჩაატარებს თამარ ჩხეიძე სახ. კონსერვატორიაში
5. 17-21 სექტემბერი, 2018 წლის - შერჩევა, რომელიც განხორციელდება თსკ-სა და ნორვეგიის მუსიკის აკადემიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში პედაგოგიკის მიმართულებაზე პოასუხისმგებელი პირების მიერ ორივე უმაღლესიდან
ა) პრე სელექცია
ბ) კოლოკვიუმი
6. 24 სექტემნბერი, 2018 - შერჩეული კანდიდატების გამოცხადება
განაცხადის წარდგენისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
ა) პირადობის მოწმობა (მონაწილე ყველა პირმა);
ბ) მაგისტრის დიპლომი
გ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (მონაწილე ყველა პირმა);
დ) სკოლაში მუშაობის დამადასტურებელი სერტიფიკატი
ე) ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი, დიპლომი
ვ) CV ;
|