2015 წლის 4 – 14 ნოემბერს, ფრედერიკ შოპენის ასოციაცია რომში (იტალია) მართავს პიანისტთა საერთაშორისო კონკურსს.
კონკურსი გაიმართება:
1. სოლისტებისათვის (A და B ჯგუფები, სადაც მონაწილეობენ პიანისტები, რომლებიც დაიბადნენ 1990 და 1996 წლების შემდეგ)
2. ოთხი ხელისათვის (მონაწილეობას მიიღებს 1981 წლის შემდეგ დაბადებული პიანისტი)
3. ორი ფორტეპიანოსათვის (მონაწილეობას მიიღებს 1981 წლის შემდეგ დაბადებული პიანისტი).
მსურველებს შესაბამისი დოკუმენტაციის გაგზავნა შეუძლიათ 2015 წლის 12 ოქტომბრამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის:
www.chopinroma.it