სტუდენტთა საყურადღებოდ!
2017-18 სასწავლო წელი იწყება 18 სექტემბერს
(იხ. აკადემიური კალენდარი)
ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია იწარმოებს
შესაბამისი ფაკულტეტების დეკანატებში 11 – 15 სექტემბერს
ადმინისტრაციული (ფინანსური) რეგისტრაცია ვრცელდება თვითდაფინანსებაზე მყოფ სტუდენტებზე; გულისხმობს სტუდენტის მიერ ბანკში სწავლის საფასურის გადახდას; მინიმალური შენატანი შეადგენს წლიური ღირებულების მეოთხედს. გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ასლი სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში.
იხ. საბანკო რეკვიზიტები.
- საბაკალავრო პროგრამის ღირებულება (1 წელი) - 2250 ლ.
- სამაგისტრო პროგრამის ღირებულება (1 წელი) - 3000 ლ.
- სადოქტორო პროგრამის ღირებულება (1 წელი) - 3200 ლ.
აკადემიური (საგნობრივი) რეგისტრაცია გულისხმობს სწავლის დაწყებამდე სტუდენტის საგნობრივ რეგისტრაციას; საგნობრივი რეგისტრაციის გასავლელად სტუდენტი ვალდებულია მიმართოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატს. ყველა პირველკურსელი ვალდებულია გაიაროს აკადემიური რეგისტრაცია და აირჩიოს სპეციალობის პედაგოგები.
ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა საგნობრივი დავალიანების მქონე სტუდენტებისთვისაც!!!
რეგისტრაციის ვადების დარღვევის შემთხვევაში
სტუდენტს შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი!!!!!
შენიშვნა: საბაკალავრო პროგრამაზე „მუსიკა და დღევანდელობა“ (მუს. ტექნოლოგია) ჩარიცხულმა პირველკურსელმა სტუდენტებმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინონ:
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) დედანი;
- 6 ფოტოსურათი (ზომით 3X4-ზე);
- საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მისი ასლი.