თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ სამუსიკისმცოდნეო საგანმანათლებლო პროგრამების (საბაკალავრო პროგრამა მუსიკის თეორია“, სამაგისტრო პროგრამა – ,,მუსიკისმცოდნეობა“, სადოქტორო პროგრამა ,,სამუსიკისმცოდნეო კვლევები“) საუკეთესო სტუდენტისათვის დააწესა ანზორ ერქომაშვილის სახელობის ერთწლიანი ყოველთვიური სტიპენდია 200 ლარის ოდენობით.
სტიპენდია გადაეცემა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებიდან ერთ საუკეთესო სტუდენტს, რომელსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და აქტიური სამეცნიერო ცხოვრება. უპირატესობა მიენიჭება სტუდენტებს, ვინც ქართული ტრადიციული მუსიკის – საეკლესიო მუსიკოლოგიის, ეთნომუსიკოლოგიის მიმართულებით განხორციელებულ კვლევებს (სტატიებს, მოხსენებებს) წარმოადგენს.
სტიპენდიის მიღების მსურველებმა კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის ელექტრონულ ფოსტის მისამართზე compose-theory@tsc.edu.ge უნდა გამოაგზავნონ:
დოკუმენტების ნუსხა:
1. 2019-2020 სასწავლო წლის აკადემიური მოსწრების საბუთი (ნიშნები). გაიცემა კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანატში და დოქტორანტურის საქმეთა მართვის ოთახში.
2. სამეცნიერო აქტივობის ჩამონათვალი
3. სამეცნიერო აქტივობის დამადასტურებელი საბუთების ქსეროასლები - გამოქვეყნებული სტატიები, ჟურნალ-გაზეთების სატიტულო გვერდების ქსეროასლები, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში მონაწილეობის დამადასტურებელი პროგრამები, ექსპედიციების ხელმძღვანელების წერილობითი დასტური მონაწილეობასთან დაკავშირებით.
საბუთებს განიხილავს რექტორის ბრძანებით განსაზღვრული კომისია და საუკეთესო მონაცემების მქონე სტუდენტს დაენიშნება ანზორ ერქომაშვილის სახელობის სტიპენდია.
საბუთები უნდა გადაიგზავნოს კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის
ელ.ფოსტაზე: compose-theory@tsc.edu.ge 2020 წლის 10 სექტემბრის 12 საათამდე.
შედეგები დაიდება კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგერდზე არაუგვიანეს 2020 წლის 14 სექტემბრისა.
განაცხადების მიღების ვადა გაგრძელდა 13 სექტემბრის 18:00 საათამდე
დოკუმენტაციის მიღების გახანგრძლივებიდან გამომდინარე გამარჯვებული გამოვლინდება არაუგვიანეს 18 სექტემბრისა.