16-30 სექტემბერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ტრადიციისამებრ ატარებს მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს (ფესტივალის პროგრამა შეგიძლიათ იხ. ვებ-გვერდზე sif.ge).
თბილისის სახ. კონსერვატორია ფესტივალში წარმოდგენილია 4 ღონისძიებით:
1) 22 სექტემებრი, კონსერვატორიის მცირე დარბაზი, 19.00 (დასწრება თავისუფალია) - თამარ ფუტკარაძის 9 ვოკალური საგა პერფორმანსით „A HUMAN RACE“, ასრ. კონსერვატორიის დოქტორანტები თამარ ფუტკარაძე და შიო აბრახამია. იხილეთ აფიშა
2) 23-27 სექტემბერი - ღია კარის დღე „მუსიკა ჩვენს ცხოვრებაში“ -კონსერვატორიის ასოც. პროფ. ნინო ჟვანია 5 დღის განმავლობაში კონსერვატორიაში უმასპინძლებს სკოლის მოსწავლეებს.
3) 25 სექტემბერი, კონსერვატორიის დიდი დარბაზი, 19.00 - ქართული ნონკონფორმისტული მუსიკა: ნათელა სვანიძისა და მიხეილ შუღლიაშვილის საფორტეპიანო ნაწარმოებები, ასრ. ნინო ჟვანია, თამარ ჟვანია, ნინო მაისურაძე. დარბაზის ფოიეში ასევე წარმოდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის პოლონურ ფლაგმან გამომცემლობაში PWN გამოცემული ნოტები, წიგნები, დისკები. იხილეთ აფიშა
4) 26 სექტემბერი - ქართული დიასპორა ბურსას რეგიონში (თურქეთი) - თეორია და პრაქტიკა - ვორკშოპი ითვალისწინებს 150 წლის წინ თურქეთში გადასახლებული ჩვენებურების (აჭარლების) ტრადიციული ფოლკლორის გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის. პრეზენტაციას წარადგენენ ტმკსც-ის დირექტორის მოადგილე და სპეციალისტი - ნინო რაზმაძე და ბაია ჟუჟუნაძე.