2016 წლის 12-13 მაისს ბაზაში (გრანადა, ესპანეთი) გაიმართება ენტონ გარსია აბრილის სახელობის კამერული მუსიკის მე-5 საერთაშორისო კონკურსი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ტიპის ინსტრუმენტულ ჯგუფს, რომელიც შედგება ორიდან ცხრა წევრამდე (ჯგუფში შესაძლებელია ვოკალისტის არსებობა).
კონკურსანტის ასაკი უნდა აღემატებოდეს 16 წელს.
პროგრამა ორივე ტურში თავისუფალია.
შესაბამისი დოკუმენტაცია მიიღება 2016 წლის 5 მაისამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის:
http://concursodecamaraantongarciaabril.com