თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე პოლონურ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.
ჯილდოს გადასაცემად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას პოლონეთის კულტურის მინისტრის მოადგილე მონიკა სმოლენი, პოლონეთის ელჩი საქართველოში ბ-ნი ანდრეი ჩიეშკოვსკი და პოლონური დელეგაციის სხვა წევრები ეწვივნენ.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას პოლონეთის სამი ქალაქის: კრაკოვის, პოზნანისა და კატოიცის მუსიკის აკადემიებთან ორმხრივი ურთიერთობის ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული, ასევე 2015 წ. მიღებული აქვს ერასმუსი კრაკოვის მუსიკის აკადემიასთან. ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტთან ერთად ხშირად ხორციელდება პროექტები, განსაკუთრებით სტუდენტური ორკესტრის კუთხით. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ყოველ წელს აგზავნის სტუდენტებს პოლონურ პროექტში I,Culture Orchestra, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გამორჩეული სტუდენტები მონაწილეობენ.