რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული
23.10.2017
თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის ეთნომუსიკოლოგიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტმა და კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის სპეციალისტმა თეონა ლომსაძემ გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ დოქტორანტურის სამეცნიერო პროექტების საგრანტო კონკურსში.
გრანტის ფარგლებში ის განახორციელებს სხვადასხვა სამეციერო აქტივობას, მათ შორის, კვლევით ვიზიტებს მსოფლიოში ცნობილ ეთნომუსიკოლოგებთან (ბრუნო ნეტლი, ჯეინ შუგარმანი, ქეროლაინ ბითელი, მარტინ სტოუკსი) და ინდივიდუალური მოხსენებით წარსდგება ნიუ-იორკის უნივერსიტეტში (CUNY) გამართულ მუსიკოლოგიურ კონფერენციაზე.
|
|