სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბჭო და კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის საბჭო აცხადებს არჩევნებს დეკანის თანამდებობის დასაკავებლად.
კანდიდატების რეგისტრაცია (საბუთების მიღება) იწარმოებს 2018 წლის 11 ოქტომბრიდან და გაგრძელდება 2018 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: თბილისი, გრიბოედოვის ქ. N8/10, ოთახი N228
არჩევნების თარიღი 2018 წლის 19 ოქტომბერი.
საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანისა და კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ არჩევნებში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლება;
ბ) შესაბამისი ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;
გ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის 5(ხუთი) წლიანი, მათ შორის ბოლო 3 წელი უწყვეტი სამუშაო სტაჟი უმაღლეს აკადემიურ სამუსიკო დაწესებულებაში;
დ) ქართული ენის ცოდნა;
ე) ინგლისური ენის ცოდნა;
ვ)კომპიუტერული პროგრამების, ინტერნეტისა და ელ.ფოსტის აპლიკაციების ცოდნა.
კანდიდატმა საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი;
ბ) დიპლომი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი ფაკულტეტის პროფესორად ან ასოცირებულ პროფესორად მუშაობის დამადასტურებელი ცნობა;
ე) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა;
ვ) ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია;
ზ) 1 ფოტოსურათი (ზომა: 3x4 სმ).
დეკანების არჩევნების წესი
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 2 98 70 27