თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში დასრულდა ქეთევან წამებულის ხსოვნას მიძღვნილი საკომპოზიტორო კონკურსის ფარგლებში მიღებული ნაშრომების განხილვა. (კონკურსის ორგანიზატორები არიან: სსიპ-თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ააიპ - ,,საქართველოს ქალთა საბჭო“, ააიპ - ,,თანამედროვე პროფესიული მუსიკის განვითარების ცენტრი“. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ პირს ეროვნების, ასაკისა და მოქალაქეობის შეუზღუდავად)
შესაბამისი ნომინაციების ჟიურის წევრებმა გამოავლინეს გამარჯვებულები
ნომინაცია ,, საუკეთესო საგუნდო ნაწარმოები“ :
I ადგილი -გიორგი პაპიაშვილი (სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,კომპოზიცია, “ დამატებითი სემესტრი)
II ადგილი - მათინ ფეიმანი (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,კომპოზიცია“ II კურსი)
III ადგილი -ნოდარ კალანდაძე (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,კომპოზიცია“ II კურსი)
ნომინაცია ,, საუკეთესო დუეტი ვოკალისა და ფორტეპიანოსათვის :
I ადგილი - ირაკლი არეშიძე (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,კომპოზიცია“ I კურსი)
II ადგილი- ელენე ალადაშვილი (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,მუსიკა და დღევანდელობა“ სპეციალობა მუსიკის ტექნოლოგია III კურსი)
III ადგილი -ირაკლი არეშიძე (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,კომპოზიცია“ I კურსი)
ნომინაცია ,, საუკეთესო ელექტრონული კომპოზიცია“ :
I ადგილი - გიორგი კობერიძე (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,მუსიკა და დღევანდელობა“ სპეციალობა მუსიკის ტექნოლოგია III კურსი)
II ადგილი - თორნიკე მარგველაშვილი
III ადგილი -ჯიმშერ ძიგავა (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,მუსიკა და დღევანდელობა“ სპეციალობა მუსიკის ტექნოლოგია IV კურსი).
სხდომის ოქმი - დუეტი ვოკალისა და ფორტეპიანოსათვის
სხდომის ოქმი - ელექტრონული კომპოზიცია
სხდომის ოქმი - საგუნდო ნაწარმოები