ნათია ივანიაშვილის წარმატება
19.11.2019
იტალიის ქალაქ რომში, ტორლონიის თეატრში, ჩატარდა "ოტავიო ძინო"-ს სახელობის ვოკალისტთა მე-18 საერთაშორისო კონკურსი. კონკურსანტებს აფასებდა პრესტიჟული ჟიური, მსოფლიოს სხვადასხვა თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები და სხვადასხვა ფესტივალების დირექტორები, ფინალი ჩატარდა 17 ნოემბერს, კონსერვატორიის სოლო აკადემიური სიმღერის მე-4 კურსის სტუდენტმა ნათია ივანიაშვილმა (პროფესორ გულიკო კარიაულის კლასი) მესამე პრემია და სპეციალური პრიზი "ჟიურის სიმპათია" მიიღო.
|
|