თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
21.09.2018
2018 წლის 14 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ (მოსამართლე თეა ბერაია) განიხილა და არ დააკმაყოფილა ნუგზარ კიკნაძის სარჩელი სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წინააღმდეგ - რექტორის 2016 წლის 28 აპრილის N48/1 განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობისა და კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე.
გადაწყვეტილება მიღებისთანავე გასაჯაროვდება.
|
|