ვატიკანის ელჩის ვიზიტი კონსერვატორიაში
12.02.2021
2021 წლის 10 თებერვალს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას წმინდა საყდრის დესპანი, დიპლომატიური კორპუსის დუაიანი საქართველოში, არქიეპისკოპოსი ჟოზე ა. ბეტანკური, წმიდა საყდრის კანცლერი საქართველოში მონსინიორ ჯუზეპე ლატერცა და ატაშე ჯაბა გაბიტაშვილი ესტუმრნენ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორთან, ნანა შარიქაძესთან შეხვედრის დროს სტუმრებმა ვატიკანის საელჩოსა და კონსერვატორიის ურთიერთანამშრომლობა განიხილეს
|
|