მასტერკლასი - მარიამ მაჩაიძე (ვიოლინო)
6 მარტი, ორშაბათი კამერული დარბაზი,
დასაწყისი 11:00 საათზე
მარიამ მაჩაიძის ბიოგრაფია:
მარიამ მაჩაიძე დაიბადა ქ. თბილისში 1992 წელს. ხუთი წლის ასაკში სწავლა დაიწყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში, ვიოლინოს მიმართულებით, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ თემურ ფერაძე და პროფესორი კონსტანტინე ვარდელი. 2010 წელს მარიამმა ჩააბარა აშშ-ს The Juilliard School-ში. 2016 წელს მან დაამთავარა ჯულიარდის სკოლა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დიპლომით სტივენ კლაპის, სილვია როზენბერგისა და ლორი სმაკლერის ხელმძღვანელობით. ამჟამად იგი სწავლობს ჰანს აისლერის მუსიკალურ სკოლაში ევა შონვაისის კლასში, ამავდროულად არის ჩრდილოეთ გერმანული რადიოფილარმონიის "იოსეფ იოახიმის” და ბერლინის ოპერის აკადემიის წევრი.
მარიამ მაჩაიძის ორკესტრთან სოლო დებიუტი შედგა 10 წლის ასაკში და მას შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო მრავალ საერთაშორისო ფესტივალში, როგორიცაა ვერბიე, შლასვიგ-ჰოლშტაინი, ფონტანბლიუ, ასპენი, ფოკუსი, ატერგაუ, კამპოს დო ჟორდაო და ლუცერნი. მარიამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია XXI საუკუნის მუსიკა და სწორედ ამ მიზნით ის ცდილობს პოპულარიზაცია გაუწიოს ჩვენი დროის მუსიკას. მისი შესრულებით შედგა ბევრი ახალი ნაწარმოების პრემიერა და ის რეგულარულად ასრულებს Axiom და New Juilliard Ensemble-ში.
მარიამი არის განათლების საერთაშორისო ცენტრის (2014-2016) , კრეისლერის, სტარის, დრინგის, ლევინისა და პრიმალის ბენეფიციარი. მას ასევე მოპოვებული აქვს გლაკისა და მორსის სტიპენდია. ის აქტიურადაა ჩაბმული საქველმოქმედო კონცერტებში და ცდილობს ორგანიზება გაუკეთოს კონცერტებს როგორც თბილისში ასევე ნიუ იორკში.
მარიამ მაჩაიძე - CV