ტრადიციული მრავალხმიანობის X საერთაშორისო სიმპოზიუმი
20.10.2020
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გიწვევთ ტრადიციული მრავალხმიანობის X საიუბილეო საერთაშორისო სიმპოზიუმზე.
• 40 მეცნიერი 19 ქვეყნიდან
წლევანდელი სიმპოზიუმი განსაკუთრებულ ვითარებაში - კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში ტარდება, შესაბამისად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, წელს სიმპოზიუმი გაიმართება მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით, შერეული ფორმატით. უცხოელი მეცნიერები (აშშ-ს, შვეიცარიას, ავსტრიასა და დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსული 6 მონაწილის გარდა) დისტანციურად მიიღებენ მონაწილეობას.
|
|