კვლევის ინტერნაციონალიზაცია და CBHE (ERASMUS+)
06.03.2019
თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია არის CBHE (ERASMUS+) პროექტის - Raising Research Capacity of Georgian HEIs through developing R&D units / HERD 598207-EPP-1-2018-1-GE-EPPKA2-CBHE-SP - კონსორციუმის წევრი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის პროგრამის ERASMUS+ მიერ. პროექტის მთავარი კოორდინატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტი.
პროექტი მიზნად ისახავს მეცნიერების მენეჯმენტის მოდერნიზაციას და საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ევროკავშირის სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას კვლევების მიმართულებით. აღნიშნულ პროექტში კონსერვატორიასთან ერთად 12 ქართული და 3 ევროპული (გერმანია, საფრანგეთი) უნივერსიტეტი ჩაერთვება.
ქართველი მეცნიერ-მკვლევრების მიერ შესრულებული კვლევები ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამის ჰორიზონტი 2020-ისა და სხვა საერთაშორისო ფონდებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ KA2 პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტ HEDR-ის ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა” პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა თსუ-ში 27-28 თებერვალს, 2019წ.
27 თებერვალს ხელი მოეწერა უმაღლესებს შორსი საპარტნიორო ხელშეკრუილებას.