22 - 28 მარტს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას სტუმრად ეწვევა Notam-ის (ნორვეგიული ტექნოლოგიის ცენტრი მუსიკასა და ხელოვნებაში) სტუდიის მთავარი ხმის ინჟინერი კატო ლანგნესი, რომელიც კონსერვატორიის მუსიკის ტექნოლოგიის სტუდენტებისათვის ვორკშოპებს ჩაატარებს.
ვორკშოპები 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება (24 დან 27 მარტის ჩათვლით) და იქნება ისეთ საინტერესო თემებზე, როგორიცაა აუდიოს მიქსი, მასტერი და კონცერტის გახმოვანება.
პროექტის კვირის დასასრულს, პარასკევს, 27 მარტს 18:00 საათზე კონსერვატორიის კამერულ დარბაზში გაიმართება ელექტრო აკუსტიკური მუსიკის კონცერტი, სადაც შესრულდება თანამედროვე, პოპულარული ნორვეგიელი კომპოზიტორების და მათთან ერთად რეზო კიკნაძის ნაწარმოებები.
პროექტი Notam-ისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის ორგანიზატორი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ტექნოლოგიის სტუდიის (MTS) მენეჯერი მარიამ ღვინიაშვილი
იხილეთ ვიდეო ©კოკა ნიკოლაძე