სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ცხადდება გარე და შიდა მობილობის წესით სტუდენტთა მიღება.
მობილობის უფლებას მოიპოვებს აქტიური / შეჩერებული / შეწყვეტილი (არაუმეტეს 12 თვისა) სტატუსის მქონე სტუდენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის ერთი წლის შემდეგ;
გარე მობილობის მსურველ სტუდენტთათვის აუცილებელია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მობილობის ელექტრონულ პორტალზე (www.students.eqe.ge) 25 ივლისის 12:00 საათიდან 16 აგვისტოს 18:00 სთ-მდე და 22 აგვისტოს 13:00 საათიდან 27 აგვისტოს 18:00 სთ-მდე დარეგისტრირება. შედეგები ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნდება 30 აგვისტოს;
შიდა მობილობის მსურველ სტუდენტებს ელ. პორტალზე რეგისტრაცია არ ესაჭიროებათ!
გარე და შიდა მობილობის შიდასაკონსერვატორიო ვადები:
1. დოკუმენტების გაგზავნა ელ.ფოსტაზე study@tsc.edu.ge – 30 აგვისტოდან 02 სექტემბრის ჩათვლით (თბილისის დროით 18:00 საათამდე);
2. დოკუმენტების წარდგენა სამდივნოში (№230) – 3 სექტემბერი;
3. შემოქმედებითი ტურების/გასაუბრების განრიგის გამოცხადება – 3 სექტემბერი;
4. შემოქმედებითი ტურების / გასაუბრების ჩატარება – 4, 5 სექტემბერი;
5. კრედიტების აღიარება – 6 სექტემბერი;
6. სტუდენტებისთვის აღიარებული კრედიტების გაცნობა – 7 სექტემბერი;
7. ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და სსიპ -განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენა – 10-11 სექტემბერი.
გარე და შიდა მობილობის ფარგლებში მისაღები ადგილების რაოდენობა.
მობილობის მსურველი სტუდენტების მიერ წარსადგენი დოკუმენტები.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995 322) 987 027, (+995 555) 41 20 71 /12:00-დან 18:00 საათამდე/
ელ-ფოსტა: study@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. № 8-10