2018 წლის 20-23 მაისს თბილისში ტარდება პოლონური ავანგარდული მუსიკის ფესტივალი Orient and Occident.
მხატვრული მიძღვნა 10 წლის იუბილეს: თბილისში ცენტრალური ევროპის ხუთი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა, ინიცირებული პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, პროფესორ ლეხ კაჩინსკის მიერ.
განსახილვევლი თემა: რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე პოლონელი კომპოზიტორების შემოქმედება. პროგრამა მრავალფეროვანია და მოიცავს ეთნოჯაზს, ელექტროაკუსტიკურ, ვიზუალურ, ხმაურის და ინტუიციურ მუსიკას.
კონცერტები ჩატარდება:
20 მაისი, კვირა 17:00 - ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზი;
22 მაისი, სამშაბათი 19:00 - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი;
23 მაისი, ოთხშაბათი 16:00 აკონსერვატორიის მუზეუმში:
21 - 22 მაისს (12:00-14:00 ) ფესტივალის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (მუსიკის ტექნოლოგიის სტუდიაში), ჩატარდება ვორქშოპი კომპოზიციისა და მუსიკის ტექნოლოგიის სტუდენტებისთვის თემაზე: გრაფიკული პარტიტურის შექმნა.
სტუდენტების მიერ ვორქშოპზე შექმნილი კომპოზიციები შესრულდება 23 მაისს კონცერტზე.