დასახელება: სტაჟირება
მომწოდებელი: სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
გამოქვეყნდა: 4 მაისი/ბოლო ვადა: 18მაისი
სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია აცხადებს ორეტაპიან, 6 თვიან (4 თვე ანაზღაურებად) სტაჟირებას კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში.
კანდიდატი დაეხმარება კონსერვატორიის ბიბლიოთეკას კლასიფიკაციისა და კატალოგიზაციის ახალ სტანდარტზე გადასვლისათვის მიმდინარე სამუშაოებში.
სამუშაო პირობები:
ა) შერჩეული კანდიდატები იმუშავებენ კონსერვატორიის ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ერთად და შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:
● თანამედროვე საბიბლიოთეკო სისტემები და ელექტრონული სერვისები;
● აღწერის სტანდარტი MARC21;
● გაერთიანებული საბიბლიოთეკო სისტემა ILS Evergreen-ი;
● ბიბლიოთეკის დაცვის სისტემის RFAD გამოყენება;
ბ) სამუშაო დრო
● ნახევარი განაკვეთი- 4 საათი დღეში, 20 საათი კვირაში, შაბათ-კვირის გარდა;
● ორი ცვლა. პირველი:10-14სთ, მეორე: 14-18სთ. გრაფიკის შერჩევა ინდივიდუალურად;
გ) ანაზღაურება
● 2 თვე სასწავლო კურსი ანაზღაურების გარეშე;
● 4 თვე ნახევარი განაკვეთი, ანაზღაურება 200 ლარი ხელზე;
დ) ვაკანტური ადგილების რაოდენობა
● პირველ ეტაპზე - 6 სტაჟიორი 2 თვიან სასწავლო კურსზე;
● მეორე ეტაპზე - 2 სტაჟიორი 4 თვიანი ანაზრაურებადი ხელშეკრულებით;
აუცილებელი მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება, სასურველია იყოს მუსიკალური მიმართულებით;
ბ) კონსერვატორიის სტუდენტის შემთხვევაში, ბაკალავრიატის საფეხურის მე-3 კურსიდან და ზემოთ;
გ) უცხო ენის ცოდნა, მინიმუმ B1 დონე (სასურველია ინგლისური, ყველა სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების თავისუფლად ცოდნა (სასურველია ჰქონდეს ექსელში მუშაობის გამოცდილება);
ე) გუგლის სერვისების გამოყენება: ელექტრონული ფოსტა, დრაივის დოკუმენტები და სხვა;
პროფესიული უნარ-ჩვევები:
ა) მშვიდი,გაწონასწორებული;
ბ) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
გ) მოწესრიგებული და დეტალებზე ორიენტირებული;
დ) დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
ე) კომუნიკაციის და გუნდში მუშაობის უნარი;
შერჩევის ეტაპები:
ა) სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს ვინც დააკმაყოფილებს ქვემოთ მოყვანილ მოთხოვნებს;
ბ) პირველადი შერჩევა მოხდება გამოგზავნილი დოკუმენტაციის საფუძველზე;
გ) შერჩეული კანდიდატები დაბარებული იქნებიან გასაუბრებაზე;
დ) საკონკურსო კომისია გასაუბრების შედეგად შეარჩევს 6 საუკეთესო კანდიდატს;
ე) შერჩეული ექვსი კანდიდატი გაივლის სტაჟირების პირველ ეტაპს 2 თვის განმავლობაში;
ვ) 2 თვის შემდეგ ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შეირჩევა 2 წარმატებული სტაჟიორი და დასაქმდება ბიბლიოთეკაში 4 თვით.
კანდიდატმა უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
ბ) სტუდენტის შემთხვევაში ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) СV, ფოტოსურათით (3X4);
ე) ცნობა სოციალური დახმარების მიღების შესახებ (არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამოტივაციო წერილი;
ზ) სარეკომენდაციო წერილი, რეკომენდატორი პირის საკომუნიკაციო ინფორმაციის მითითებით,
თ) აღნიშნული დოკუმენტები უნდა იყოს შეკრული ერთ PDF ფაილად და გამოიგზავნოს 3-დან 18 მაისის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე: library@tsc.edu.ge თემის ველში მიუთითებული უნდა იყოს ,,სტაჟირება ბიბლიოთეკაში.
საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 18.05.2018
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისათვის განკუთვნილ მოთხოვნებს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 2 93 52 28
ვებ-გვერდი: www.tsc.edu.ge