სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია აცხადებს არჩევნებს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად.
კანდიდატების რეგისტრაცია (საბუთების მიღება) იწარმოებს 2018 წლის 19 აპრილიდან და გაგრძელდება 2018 წლის 17 მაისის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: თბილისი, გრიბოედოვის ქ. №8-10
სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ არჩევნებში მონაწილე კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;
ბ) სადისერტაციო საბჭოს წევრი;
გ) ქართული ენის ცოდნა;
დ) სასურველია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, გერმანული, რუსული);
ე) კომპიუტერული პროგრამების, ინტერნეტისა და ელ.ფოსტის აპლიკაციების ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
ვ) კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარები;
ზ) დროის მართვის, შეზღუდულ დროში და პარალელურ რეჟიმში რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის კარგად განვითარებული უნარები.
არჩევნებში მონაწილე კანდიდატმა სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას (დეკანატს) უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება 2018 წლის 18 მაისს, 15:00 საათზე.
შერჩეული კანდიდატურა დასამტკიცებლად წარედგინება აკადემიურ საბჭოს.