2018 წლის 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ბათუმში 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა იმართება. ოლიმპიადის პარალელურად იმართება ფიდეს პრეზიდენტის არჩევნები, 89-ე კონგრესი და სხვა მნიშვნელოვანი საჭადრაკო ღონისძიებები.
ოლიმპიადაში 190-მდე ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდები მონაწილეობენ.
გახსნის საზეიმო ცერემონიალი 23 სექტემბერს ბლექ სი არენაზე გაიმართება, ხოლო დახურვა 5 ოქტომბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში შედგება.
ოლიმპიადა იწვევს მოტივირებულ, ერუდირებულ და ენთუზიაზმით აღსავსე 18-დან 30 წლამდე მოხალისეებს, რომლებიც ჩაერთვებიან როგორც ოლიმპიადის საორგანიზაციო საქმიანობაში, ისე ერთიან, სპეციალურად ოლიმპიადისთვის დაგეგმილ სხვადასხვა პარალელურ აქტივობაში.
მოხალისეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ოლიმპიადის ოფიციალურ ვებგვერდზე: http://batumi2018.fide.com/ge