თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი ილია შერმადინი (ასოც. პროფ. მერი ჟვანიას კლასი) Yamaha-ს 2017-2018 სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულია.
კონკურსის ფინალური ტური დუბაიში გაიმართა, სადაც 5 სტიპენდიანტი გამოვლინდა, მათ შორის ილია შერმადინი სრული სტიპენდიით.
კონკურსის მონაწილეებს გერმანელი პროფესორი Andrea Lieberknecht აფასებდა. მასთან მასტერკლასის გავლის შემდეგ ილიამ და მისმა პედაგოგმა ასოც. პროფესორმა მერი ჟვანიამ მაღალი შეფასება მიიღეს.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მადლობას უხდის კომპანია Yamaha-ს, ულოცავს ილია შერმადინს და მერი ჟვანიას წარმატებას!