ბრიტანეთის საბჭო იწვევს (მუსიკალური) ღონისძიებების მენეჯმენტით დაინტერესებულ პირებს სამ-დღიან ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგს ჩაატარებს ბრიტანელი ივენთ მენეჯმენტის ექსპერტი და პედაგოგი დენ ცუ. ტრენინგის მიზანია ივენთ მენეჯმენტის (განსაკუთრებით მუსიკალური ივენთების) შესახებ არსებული ცოდნის გაუმჯობესება და პრაქტიკული უნარების განვითარება ივენთების დაგეგმვის, ჩატარების, შეფასების და ხარისხის ანალიზის სფეროებში. ტრენინგის დროს ერთი სრული მოდული დაეთმობა ივენთების დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვის საკითხებს.
ტრენინგის თარიღებია: 2018 წ. 6-8 თებერვალი; 10:00-17:00სთ.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებს მოეთხოვებათ დასწრება და აქტიური მონაწილეობა ტრენინგის სამივე დღეს სრულად. შესაბამისად რეგისტრაციამდე გთხოვთ თქვენი ხელმძღვანელობისგან მიიღოთ თანხმობა.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გადააგზავნონ შემდეგ მისამართზე: tatia.gurgenidze@ge.britishcouncil.org.
შევსებული რეგისტრაციის ფორმის ჩაბარების ბოლო ვადა: ორშაბათი, 22 იანვარი, 11:00სთ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 24 იანვარს დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან.
ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.
ინფორმაციისთვის: ივენთ-მენეჯმენტის ტრენინგი არის ნაწილი ბრიტანეთის საბჭოს პროგრამისა სახელწოდებით Selector PRO, რომელიც მიზნად ისახავს ბრიტანული მუსიკალური ინდუსტრიის მუშაობის სპეციფიკის და მისი მართვის გამოცდილების გაცნობას მუსიკის მენეჯმენტის ქართველი პროფესიონალებისთვის. მუსიკა შემოქმედებითი ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ნაწილია; ამდენად Selector PRO-ს მიზანია დავეხმაროთ ამ ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებს გაეცნონ ბრიტანულ გამოცდილებას იმის შესახებ თუ როგორ მიიღონ მუსიკალური ინდუსტრიიდან მაქსიმუმი.
პროგრამის იდეა წარმოიშვა ბრიტანეთის საბჭოს მუსიკალური რადიო-პროგრამა სელექტორიდან (https://www.britishcouncil.ge/en/programmes/arts/selector), რომელიც 2010 წლიდან მოყოლებული რეგულარულად გადაიცემა საქართველოში რადიო მწვანე ტალღაზე (FM 107.4). ამ რადიო პროგრამაში შესაძლებელია უახლესი ბრიტანული მუსიკალური მიმდინარეობების და მუსიკოსების ნაწარმოებების, მათთან ინტერვიუების და ცოცხლად შესრულებული მუსიკალური სესიების მოსმენა როგორც პირდაპირ ეთერში ისე ჩანაწერების სახით.