აღმოვაჩინოთ ერთმანეთი ERASMUS-ით
11.01.2018
ხუთშაბათს, 11 იანვარს, 17:00სთ-ზე კონსერვატორიის მუზეუმში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულება, წარმოგიდგენთ საერთაშორისო პროგრამა ERASMUS-ის გაცვლითი სემესტრის პრაქტიკულ შედეგებს.
პროგრამაშია საქართველოს სხვადასხვა კუთხის, უნგრული და იტალიური სიმღერები.
მონაწილეობენ: გაცვლითი პროგრამის სტუდენტები: სარა ბოიკი და ბორბალო ანნა შოშვარი - ხალხური მომღერლები ბუდაპეშტის მუსიკის აკადემიიდან და ლო კაშიო მარა - ჯაზის მომღერალი სიენის ჯაზის აკადემიიდან. პროფესორ-მასწავლებლები: ნატალია ზუმბაძე, ოთარ კაპანაძე, თეონა რუხაძე, დავით შუღლიაშვილი (საქართველო).
პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი: პროფ. ნატალია ზუმბაძე
|