თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი პედაგოგი და პიანისტი, თბილისის კონსერვატორიის ემერიტუსი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნანა ხუბუტია.
ნანა ხუბუტია 1970 წლიდან მოყოლებული ასწავლიდა კონსერვატორიის კამერული ანსამბლისა და კვარტეტის კათედრაზე, 1992 წლიდან მოყოლებული კი ასევე სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის წევრი იყო. მან არაერთი ეროვნული თუ საერთშორისო კონკურსის ლაურეატი აღზარდა. ღირშესანიშნავია მისი მიღწევები საშემსრულებლო მიმართულებით - ნანა ხუბუტიას წყალობით შედგა თანამედროვე დასავლეთ-ევროპელ კომპოზიტორთა მრავალი ნაწარმოების საბჭოთა თუ ქართული პრემიერა, და ის ასევე გახლავთ არაერთი ქართველი კომპოზიტორის თხზულებების პირველი შემსრულებელი.
თბილისის კონსერვატორია სამძიმარს უცხადებს ნანა ხუბუტიას ოჯახს, კოლეგებს და მის მეგობრებს!