თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის გარე და შიდა მობილობის წესით სტუდენტთა ჩასარიცხად აცხადებს მიღებას შემდეგ ადგილებზე:
გარე მობილობა:
საბაკალავრო პროგრამა
- „საშემსრულებლო ხელოვნება“ – 4 (სპეციალობები: კლავიშიანი საკრავები – 1, საორკესტრო სიმებიანი საკრავები, ვიოლინო – 1, საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები, ჰობოი – 1, სოლო აკადემიური სიმღერა – 1)
- „მუსიკა და დღევანდელობა“ (მუსიკის ტექნოლოგია) – 5
სამაგისტრო პროგრამა
- „საშემსრულებლო ხელოვნება“ – 3 (სპეციალობები: საორკესტრო სიმებიანი საკრავები, ვიოლინო – 1, საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები, ფლეიტა – 1, სოლო აკადემიური სიმღერა – 1)
გარე მობილობის მსურველი სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ პორტალზე 25 ივლისიდან 17 აგვისტოს 18:00 სთ-მდე. ელექტრონულ პორტალზე გარე მობილობის შედეგები გამოქვეყნდება 23 აგვისტოს. იხ. ბმული: http://eqe.gov.ge/geo/static/17/mobility
შიდა მობილობა:
საბაკალავრო პროგრამა
- „საშემსრულებლო ხელოვნება“ – 1 (სპეციალობა: სოლო აკადემიური სიმღერა – 1)
- „მუსიკა და დღევანდელობა“ (მუსიკის ტექნოლოგია) – 2
სამაგისტრო პროგრამა
გარე და შიდა მობილობის ვადები:
1. დოკუმენტების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე study@conservatoire.edu.ge – 23–31 აგვისტო (თბილისის დროით 18:00 საათამდე);
2. შემოქმედებითი ტურების/გასაუბრების განრიგის გამოცხადება – 1-3 სექტემბერი;
შემოქმედებითი ტურების განრიგი
3. დეკანატში დოკუმენტების წარმოდგენა – 4 სექტემბერი;
4. შემოქმედებითი ტურების / გასაუბრების ჩატარება – 5, 6 სექტემბერი
შემოქმედებითი ტურების შედეგები:
5 სექტემბერი (I ტური, სპეციალობა) - სოლო აკადემიური სიმღერა, ჯაზის ხელოვნება
6 სექტემბერი (II ტური, მუსიკის თეორია) - სოლო აკადემიური სიმღერა, ჯაზის ხელოვნება
5. კრედიტების აღიარება – 7 სექტემბერი;
6. სტუდენტებისთვის აღიარებული კრედიტების გაცნობა – 8 სექტემბერი;
7. ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში – 8-11 სექტემბერი.
მობილობის მსურველი სტუდენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები: (დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს მითითებულ პერიოდში დასკანირებული სახით ელ.ფოსტაზე - study@conservatoire.edu.ge):
შენიშვნა: კრედიტების აღიარებისას კომისია საჭიროების შემთხვევაში უფლებას იტოვებს მოითხოვოს გავლილი სასწავლო კურსების მოკლე აღწერილობა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995 322) 987 027, (+995 555) 41 20 71
ელ-ფოსტა: study@conservatoire.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. № 8-10