გარდაიცვალა კონსტანტინე ვარდელი
21.06.2017
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა კონსერვატორიის პროფესორი, ცნობილი მევიოლინე, სულხან ცინცაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარეტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი კონსტანტინე ვარდელი.
პანაშვიდი - შაბათს 24 ივნისს, 17:00 საათზე. მისამართი ალ. ყაზბეგის გამზ. 24/ბ სართ.12, ბინა 60 გამოსვენება შედგება კვირას 25 ივნისს, 14:00 საათზე თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზიდან.
|
|