მარიამ ღვინიაშვილის წარმატება
07.03.2017
კონსერვატორიის კომპოზიციის ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტის, მარიამ ღვინიაშვილის ნაწარმოები - “Hurria” for 8-channel live-electronics, შერჩეულ იქნა ნიუ-იორკის ელექტროაკუსტიკური მუსიკის საფესტივალო პროგრამისათვის.
ნიუ-იორკის ელექტროაკუსტიკური მუსიკის ფესტივალი ყოველწლიური, რამდენიმე დღიანი ფესტივალია, რომელზეც სრულდება, როგორც შემოქმედებითი განვითარების ეტაპზე მყოფი, ასევე, უკვე შემდგარი/ცნობილი კომპოზიტორებისა და საუნდარტისტების ნაწარმოებები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
ფესტივალზე წარმოდგენილი ნაწარმოებები მიეკუთვნება ისეთ ჟანრებს, როგორებიცაა: ფიქსირებული მედია, ლაიველექტრონიკა, აკუსტიკური ინსტრუმენტი + ლაიველექტრონიკა, ვიზუალური არტი, მულტიმედია - ვიდეო და ქორეოგრაფია, ასევე, აუდიო და ვიდეო ინსტალაციები თექვსმეტ არხიანი აუდიოსისტემით.
ფესტივალი 2009 წლიდან ტარდება და პირველად, მისი რვაწლიანი ისტორიის მანძილზე, შერჩეული არტისტების სიაში საქართველოს წარმომადგენელიც მოხვდა.
|
|