თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდი ქართველი კომპოზიტორის, მსოფლიო მასშტაბის ხელოვანის - გია ყანჩელის გარდაცვალების გამო.
მისი წასვლით დასრულდა ქართული მუსიკის ისტორიის ერთი დიდი ეპოქა, „სამოციანელთა“ ეპოქა, ნოდარ დუმბაძე „პატარა რენესანსს“ რომ უწოდებდა.
“ასკეტი მაქსიმალისტის ტემპერამენტით და გარინდებული ვულკანის თავდაჭერილობით”, რომელმაც მარადისობაში, „სევდისფერ ქვეყანაში“ გადაინაცვლა და „სტიქსის“ ბინადარ მის უახლოეს მეგობრებს შეუერთდა.
თავისი წასვლით დაგვიტოვა უსაზღვრო სევდა და უკვდავი მუსიკა, რომელიც მარად ჩვენთან დარჩება.
„ის აქ არის...“