რექტორის არჩევნები
11.09.2019
სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭო აცხადებს არჩევნებს რექტორის თანამდებობის დასაკავებლად.
რექტორად აირჩევა აკადემიური უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე პირი, რომელსაც გააჩნია სპეციალობით მუშაობის 4-წლიანი სტაჟი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ფლობს ქართულ ენას, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის №05/90 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდებით, რექტორის არჩევის წესითა და აკადემიური საბჭოს 2019 წლის 06 სექტემბრის №01 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების საფუძველზე.
რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) იწარმოებს 2019 წლის 12 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, გრიბოედოვის ქ. №8/10, ოთახი №212
აკადემიური საბჭოს მიერ შემოსული განცხადებების განხილვისა და შერჩეული კანდიდატურის არჩევის დღედ განისაზღვრება 21 ოქტომბერი. კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარადგინოს:
ა) აკადემიური უმაღლესი სამუსიკოს განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) ცნობა - უმაღლეს სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის შესახებ; გ) კონსერვატორიის განვითარების სამოქმედო გეგმა; დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქ/ასლი; ე) ავტობიოგრაფია (CV) ვ) 1 (ერთი) ფოტოსურათი (ზომა: 3x4 სმ); ზ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ; თ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.
ტელ: (+995 32) 2 93 52 28 ვებ-გვერდი: www.tsc.edu.ge
აკადემიურის საბჭოს 2019 წლის 06 სექტემბრის №01 დადგენილება სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატთა შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე.
წესი
დადგენილება
განცხადების ფორმა
|