თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2019-2020 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე - მუსიკა:
პროგრამის ხანგრძლივობა და დაშვების წინაპირობა:
• ხანგრძლივობა: 1 წელი (60 კრედიტი);
• მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდა მუსიკაში.
ერთწლიანი პროგრამა ხორციელდება თბილისის კონსერვატორიის და ნორვეგიის მუსიკის აკადემიის ერთობლივი პროექტის “Bridging the Gap - Qualifying Music Students for a Changing Music Profession” CPEA-2015/10004 ფარგლებში.
სწავლის საფასური: 2150 ლარი
ადგილების რაოდენობა:
სახელმწიფო გრანტით დაფინანსებით - 5 ადგილი
თვითდაფინანსებით - 5 ადგილი
შენიშვნა: გრანტის განაწილება ხდება უსდ-ს მიერ განსაზღვრულ საგნობრივ გამოცდაში მიღებული შეფასების მიხედვით;
რეგისტრაციის და გამოცდის ჩატარების განრიგი:
• 18, 19, 20, 23, 24 სექტემბერს (12 სთ-დან 17 სთ-მდე) აპლიკანტების რეგისტრაცია სასწავლო დეპარტამენტში (N228);
• 27 სექტემბერი (IV სართული, N405) გამოცდის ჩატარება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995 32) 298 70 27
ელ-ფოსტა: study@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. № 8-10