2019-20 სასწავლო წელი იწყება 16 სექტემბერს
(იხ. აკადემიური კალენდარი)
გაცნობებთ, რომ:
- საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების ყველა სტუდენტისათვის სავალდებულოა სემესტრული რეგისტრაციის გავლა (გამოცხადება შესაბამისი ფაკულტეტის სამდივნოში);
- სტუდენტთა აკადემიური/ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწარმოებს 02 სექტემბრიდან – 09 სექტემბრის ჩათვლით (სამდივნოში - №230).
აკადემიური (საგნობრივი) რეგისტრაცია გულისხმობს სტუდენტის საგნობრივ რეგისტრაციას; საგნობრივი რეგისტრაციის გასავლელად სტუდენტი ვალდებულია მიმართოს სამდივნოს. მათ შორის, ყველა პირველკურსელმა უნდა გაიაროს აკადემიური რეგისტრაცია და აირჩიოს სპეციალობის პედაგოგები; საგნობრივი დავალიანების დროს აკადემიური რეგისტრაცია ასევე სავალდებულოა სწავლის დაწყებამდე;
ადმინისტრაციული (ფინანსური) რეგისტრაცია ვრცელდება თვითდაფინანსებაზე მყოფ სტუდენტზე; იგულისხმება სტუდენტის მიერ ბანკში სწავლის საფასურის გადახდა; მინიმალური შენატანი შეადგენს წლიური ღირებულების მეოთხედს. გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ასლი სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს სამდივნოში. საგნობრივი დავალიანების დროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია ასევე სავალდებულოა სწავლის დაწყებამდე;
იხ. საბანკო რეკვიზიტები.
საბაკალავრო პროგრამის ღირებულება (1 წელი) - 2250 ლ.
სამაგისტრო პროგრამის ღირებულება (1 წელი) - 3000 ლ.
სადოქტორო პროგრამის ღირებულება (1 წელი) - 3200 ლ.
რეგისტრაციის ვადების დარღვევის შემთხვევაში
სტუდენტს შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი!!!!!
შენიშვნა: საბაკალავრო პროგრამაზე „მუსიკა და დღევანდელობა“ (მუს. ტექნოლოგია/მუს. ჟურნალისტიკა) ჩარიცხულმა პირველკურსელმა სტუდენტებმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება რექტორის სახელზე (ფორმა ივსება ადგილზე);
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) დედანი;
- 6 ფოტოსურათი (ზომით 3X4-ზე) ელექტრონული (დისკზე) და ამობეჭდილი სახით;
- საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;
- სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი და ასლი.