თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია 2019-2020 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე:
საშემსრულებლო ხელოვნება. სპეციალობები: ვიოლინო (1 ადგილი).
სამუსიკისმცოდნეო კვლევები. სპეციალობები: მუსიკის თეორია (1 ადგილი), მუსიკის ისტორია (1 ადგილი), ეთნომუსიკოლოგია (1 ადგილი), საეკლესიო მუსიკოლოგია (1 ადგილი), საშემსრულებლო ხელოვნების ისტორია და თეორია (1 ადგილი).
კომპოზიცია (1 ადგილი).
სწავლების ენა - ქართული;
სწავლების ხანგრძლივობა - 3 წელი (6 სემესტრი, 180 ECTS);
სწავლის საფასური - 1 წელი 3 200 ლარი.
შემოქმედებითი ტურების ჩატარების განრიგი:
• რეგისტრაცია – დოკუმენტების გამოგზავნა ელ.ფოსტაზე (doctorate@tsc.edu.ge) – 2019 წლის 27 აგვისტოდან 04 სექტემბრის ჩათვლით (ელ. რეგისტრაცია სავალდებულოა);
• დოკუმენტების მატერიალური სახით წარმოდგენა – 05 სექტემბერი (12:00-15:00 სთ., ოთახი №226);
• შემოქმედებითი ტურების განრიგის გამოცხადება – 2019 წლის 06 სექტემბერი;
• შემოქმედებითი ტურების ჩატარების პერიოდი – 2019 წლის 07 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით;
რეგისტრაციისთვის გამოსაგზავნი და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა იხ. კონსერვატორიის ვებ-გვერდზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
www.tsc.edu.ge
სადოქტორო პროგრამებზე პასუხისმგებელი პირი: ასოც. პროფ. ეკა ჭაბაშვილი
ტელ.: (+995 32) 2 987 188, (+995 595) 033 271
ელ-ფოსტა: doctorate@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. № 8-10