სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ცხადდება გარე და შიდა მობილობის წესით სტუდენტთა მიღება.
მობილობის უფლებას მოიპოვებს აქტიური / შეჩერებული / შეწყვეტილი (არაუმეტეს 12 თვისა) სტატუსის მქონე სტუდენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ერთი წლის შემდეგ;
გარე მობილობის მსურველ სტუდენტთათვის აუცილებელია სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) 31 ივლისის 12:00 საათიდან 21 აგვისტოს 18:00 სთ-მდე დარეგისტრირება. შედეგები ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნდება 26 აგვისტოს.
შიდა მობილობის მსურველ სტუდენტებს ელ.პორტალზე რეგისტრაცია არ ესაჭიროებათ!
გარე და შიდა მობილობის შიდასაკონსერვატორიო ვადები:
1. დოკუმენტების გაგზავნა ელ.ფოსტაზე study@tsc.edu.ge – 27 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით (თბილისის დროით 18:00 საათამდე);
2. დოკუმენტების წარდგენა სამდივნოში (№230) – 2 სექტემბერი;
3. შემოქმედებითი ტურების/გასაუბრების განრიგის გამოცხადება – 2 სექტემბერი;
4. შემოქმედებითი ტურების / გასაუბრების ჩატარება – 3-5 სექტემბერი;
5. კრედიტების აღიარება – 6 სექტემბერი;
6. სტუდენტებისთვის აღიარებული კრედიტების გაცნობა – 6-9 სექტემბერი;
7. ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის რეესტრში ელექტრონულად ასახვა – 9-11 სექტემბერი.
გარე და შიდა მობილობის ფარგლებში მისაღები ადგილების რაოდენობა.
მობილობის მსურველი სტუდენტების მიერ წარსადგენი დოკუმენტები.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995 322) 987 027, (+995 555) 41 20 71 /12:00-დან 18:00 საათამდე
ელ-ფოსტა: study@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. № 8-10